ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას თქმით, თუ რა იქნება მათი შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები, ამას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა სუბიექტი ერთად გადაწყვეტს და რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ის ამ სუბიექტებს შორის ერთერთია.
"ყველაფერს გადაწყვეტს გაერთიანებული ოპოზიცია ერთობლივად, კონსესუსის საფუძველზე. ჩვენ ტყუილად კი არ ვსაუბრობდით, რომ ეს გაერთიანებული ოპოზიციაა, მოვითათბირებთ, ძალიან ბევრი სუბიექტია გაერთიანებული. რაც უნდა დიდი მხარდაჭერით სარგებლობდეს ცალკე აღებული ერთი პარტია , ეს არ აძლევს არავის იმის უფლებას, რომ შეუთანხმებლად გავაკეთოთ განცხადება. დარწმუნებული ვარ ერთ აზრზე ჩამოვყალიბდებით, აქ არ იქნება ორი და სამი პოზიცია. ყველამ ერთად დავინახეთ რა ხდებოდა და როგორ იქცეოდა კრიმინალური ხელისუფლება. მათ თუ გონიათ ეს, რასაც ისინი ჩადიან, არის გამარჯვება, ძალიან ცდებიან.
ოპოზიცია გააგრძელებს ბრძოლას ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობით. არასდროს არ გავსულვართ კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა. მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას რაც იქნება სახელმწიფო ინტერებთან ტანხვედრაში, თუმცა არ ნიშნავს ეს დათმობას. შემდგომ ნაბიჯებს გაერთიანებული ოპოზიცია გადაწყვეტს ყველა სუბიექტთან ერთად და მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი, მხოლოდ ერთერთი." - ამბობს მელია.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Edison Research-ის ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოქალაქეებს რუსთავი 2-ის ეთერით მიმართა. მისი თქმით, არჩევნების ეს შედეგები მისთვის მიუღებელია, ამიტომ მოქალაქეებს მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.
„ხვალიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები იქნება, გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას დადგეს ხალხის მხარეს. მე მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები.... ხვალიდან ვიწყებთ მასობრივ ქმედებებს, საქართველოს მასშტაბით, მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის, ივანიშვილის მიუღებლობის და ივანიშვილის ხელისუფლების დასრულების საქართველოში“, - განაცხადა სააკაშილმა და აღნიშნა, რომ ბრძოლის გაშლასთან, რა თქმა უნდა, ერთად ვაპირებს საქართველოში დაბრუნდეს.
“ამ ბრძოლის გაშლასთან, რა თქმა უნდა, ერთად მე ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში. რადაც არ უნდა დამიჯდეს. მე ჩემი სიცოცხლეც არაფრად არ მიღირს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვერავინ მოახერხოს ხელის აღმართვა ვერც ერთ ქართველზე, ვერავინ შეძლოს ძალისმიერი სცენარის განხორციელება. და ბოლო კვირებში რაც განხორციელდება, არის სუფთა ძალადობრივი სცენარი. ჩვენ ახლა ყველანი უნდა ვიყოთ ხელჩაკიდებულნი და ვიფიქროთ იმაზე, რომ უახლოეს კვირებში, უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება. მე მოგიწოდებთ ერთიანობისკენ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა სააკაშილმა.