ამ ბრძოლის გაშლასთან, რა თქმა უნდა, ერთად მე ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში, - ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.
სააკაშვილის თქმით, არჩევნები ზეწოლის, მოსყიდვის და ძალადობის ფონზე წარიმართა.მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ აღიაროს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი.
„ხვალიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები იქნება, გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას დადგეს ხალხის მხარეს. მე მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები.... ხვალიდან ვიწყებთ მასობრივ ქმედებებს, საქართველოს მასშტაბით, მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის, ივანიშვილის მიუღებლობის და ივანიშვილის ხელისუფლების დასრულების საქართველოში“, - განაცხადა სააკაშილმა და აღნიშნა, რომ ბრძოლის გაშლასთან, რა თქმა უნდა, ერთად ვაპირებს საქართველოში დაბრუნდეს.
“ამ ბრძოლის გაშლასთან, რა თქმა უნდა, ერთად მე ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში. რადაც არ უნდა დამიჯდეს. მე ჩემი სიცოცხლეც არაფრად არ მიღირს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვერავინ მოახერხოს ხელის აღმართვა ვერც ერთ ქართველზე, ვერავინ შეძლოს ძალისმიერი სცენარის განხორციელება. და ბოლო კვირებში რაც განხორციელდება, არის სუფთა ძალადობრივი სცენარი. ჩვენ ახლა ყველანი უნდა ვიყოთ ხელჩაკიდებულნი და ვიფიქროთ იმაზე, რომ უახლოეს კვირებში, უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება. მე მოგიწოდებთ ერთიანობისკენ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა სააკაშილმა.