ხვალიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაანონსა. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
“ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, მე არ ვაღიარებ ამ არჩევნების შედეგებს. მე არასდროს არ ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილს. დღევანდელი დღიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლეგიტიმური მმართველი საქართველოსი,“ - განაცხადა სააკაშვილმა და მხარდამჭერებს მოუწოდა საპროტესტო აქციების გზით მოითხოვონ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისკენ.
“უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება. მე მოგიწოდებთ ერთიანებისკენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”, აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა თქვა, რომ ამ არჩევნებს იმ პირობებში, როცა კრიმინალი მთლიანად შეერწყა ხელისუფლებას, როდესაც მთავარი მძარცველი მოაჯდა თავზე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, აკონტროლებს უკლებლივ ყველა პროცესს, დგება მომენტი, როცა საზოგადოებამ უნდა აიღოს კანონის დაცვა, კონსტიტუციის და თავისი თავისუფლების საკუთარ ხელში.