"ასეთი ძლიერი ოპოზიციის კანდიდატი არასოდეს არ ყოფილა", აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა ეგზიტპოლების შედეგების კომენტირებისას. ბერძენიშვილმა თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძემ ძალიან კარგად წარმართა საარჩევნო კომპანია.
ბერძენიშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის დაღმასვლა დაწყებულია, რისი დასტურიცაა ის გამოღლეტილი ხმები, რომელიც მისმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიიღო.