დღეს, 11 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.
წინასწარი ინფორმაციით, მარტის 4%-იანი ზრდის ტემპი, აპრილში კიდევ უფრო იზრდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ სტუმრობისას. როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ასევე, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში ეკონომიკ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის 2 ფაქტი, რაზედაც დაკავებულია 3 პირი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრ...
ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. "დაბეჯითებით ვაფრთხილებთ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან,...
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, პარტია ახლა არ უნდა შევიდეს პარლამენტში. მისი თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, პარტიაში გადაწყვეტილება ფართომასშტაბიანი კონსულტაციის შემდეგ მიიღება. "ამასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები არსებობს „ნაციონალურ მ...
თუკი ვინმესთვის იყო უზარმაზარი პრობლემა, მელიას პატიმრობა, ეს იყო ხელისუფლება, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, - თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში. 10 მაისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. „რეალურად კრიზისიდან ქვეყნის ...
ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტებმა სალომე ზურაბიშვილმა და სტევო პენდაროვსკიმ „სვეტი სპას“ ტაძრის ეზოში გოცე დელჩევის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ცერემონიის შემდეგ „სვეტი სპას“ ტაძარი და სამარხები დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ად...
ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით შეიძლება, დაიხსნა კრიმინალი ან პოლიტიკოსი, ორივე შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის ვიქნები ძალიან სერიოზული საფრთხე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს მისთვის გადახდილ გირაოს თანხასთან დაკავშირ...
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებს. როგორ მელიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ხვალიდან პარტიაში კონსულტაციები გაიმართება. „ხვალი...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ციხე დატოვა. რუსთავის ციხესთან მელიას თანაპარტიელები და მხარდამჭერები დახვდნენ. საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ფორმა, პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი დღეს შეცვალა. შედეგად ნიკა მელ...
"მისმა უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო და ევროკავშირის სრულიად უპრეცედენტო პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, დღეს ის თავისუფალია პოლიტიკური ტყვეობიდან", აცხადებს პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე. მისი განმარტებით, ნიკა მელიას გათავისუფლება არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვინც ამ ურთ...
მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის აღფრთოვანებულია მელიას პრინციპულობით და შეუვალობით. "მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას. აღფრთოვანებული...
ევროკავშირმა სააკაშვილს რუსული დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი. მისი განმარტებით, რაც არ უნდა სპეკულაციას ცდილობდნენ ეს ჯგუფები, საქმე გვაქვს შემდეგნაირად: ევროკავშირმა სააკაშვილს არ მისცა რუსული დესტაბილიზაციის სცენარის ...
10 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.4174 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4324 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.50 თეთრი შეადგინა. &n...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად ვაქცინა გაიკეთეს კომისიის წევრებმა, გიორგი ფანგანმა და გოჩა შონაიმ. "დღეს ავიცერი "სინოფარმის" ვაქცინით...