პირველი დოზით აცრილი COVID-პაციენტებიდან გარდაცვალება 12 შემთხვევაში დადგა. 
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, პირველი დოზით აცრილებიდან COVID-19-ით გარდაიცვალა 12 ადამიანი. 
რაც შეეხება ორი დოზით აცრილებიდან, ამ დროისათვის კვლევა COVID-19-ით ინფიცირებულ ერთი გარდაცვალების ფაქტთან მიმართებაში მიმდინარეობს.