ევროპულ საქართველოში იმ აუცილებელ ნაბიჯებზე საუბრობენ, რომლებიც საჭიროა შესაძლო შეზღუდვებისა და რეგულაციების ასაცილებლად. პარტიის ლიდერებმა დღეს ბრიფინგი გამართეს, სადაც მთავრობის მიერ შეზღუდვების შესაძლო ხელახლა შემოღებასა და ამის ასაცილებლად განსახორციელებელ აუცილებელ ნაბიჯებზე ისაუბრეს.
გიგა ბოკერიას თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ გამიზნულად ჩააგდო ვაქცინაციის პროცესი, კვლავ ცდილობს შეზღუდვების შემოღებას პოლიტიკური ამოცანებისათვის.
ვახო კალოიანის თქმით კი ახალი შეზღუდვების ასაცილებლად საჭიროა ტესტირების მზარდი ინტენსიფიკაცია, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სისტემური გაძლიერება, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საინფორმაციო კამპანიის აქტიური წარმართვა ადგილობრივ დონეზე.
„ივანიშვილის რეჟიმმა, რომელმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვაჩვენა იმის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს მთავრობა ასეთი გამოწვევების დროს, როგორიც კოვიდ პანდემია არის, როდესაც ჩვენი ფული დაიხარჯა მათი კამპანიის დაფინანსებაზე, როცა ახლა უკვე საჯაროდ აღიარეს, რომ მთავარი საკითხი რაც იყო, ვაქცინაცია, თვითონ, შეგნებულად ჩააგდეს ნორმალური ადამიანისათვის აუხსნელი მიზეზებით, როცა მოუწიათ აღიარება ჩვენ კითხვაზე პასუხად, რომ შეგნებულად არ შეიძინეს ჯონსონის და მოდერნას ვაქცინები, რადგან არ აწყობდათ ვადები და ფასი და კატასტროფის წინაშე ვდგავართ დღეს.
ახლა იწყებენ საუბარს ისევ შეზღუდვებზე, მაშინ როცა მოდის არჩევნები, მაშინ როცა ერთხელ, თავისი ჭკუით წარმატებით გამოცადეს ამ შეზღუდვების პოლიტიკური ამოცანებისათვის გამოყენება და ფეხებზე კიდიათ, თუ რა უმძიმესი შედეგები დადგება არამარტრო პოლიტიკურად ქვეყნის თავისუფლებისთვის და ადამიანების თავისუფლებისათვის, რაც ძაან მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად კიდევ ერთი შეზღუდვების შედეგად.
ამის მაგივრად, რათქმაუნდა, ამ ზიანს ვერაფერი ვერ გამოასწორებს, რა უზარმაზარი ზიანიც უკვე მოიტანეს, მაგრამ არის მინიმალური ნაბიჯებიც, რომელთა გადადგმაც არის დღესაც კი შესაძლებელი იმისათის, რომ არანაირი ახალი დამანგრეველი შეზღუდვები საჭირო არ გახდეს.“ - განაცხადა ბოკერიამ.
„იმ ფონზე, როცა ხელისუფლება იმეორებს შარშანდელ შეცდომებს და მანიპულირებს შეზღუდევბისა და რეგულაციების მოხსნით და კრიტიკულად ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეებს ადეკვატური რაოდენობის ვაქცინებით, ძალიან მნიშვნელოვანია უახლოეს მომავალში გადაიდგას რამდენიმე ნაბიჯი, რათა კვლავ ავიცილოთ, ერთი მხრივ, შეზღუდვები და მეროე მხრივ, დავიცვათ ადამიანების სიცოხცლე და ჯანმრთელობა და ეს არის პირველ რიგში ტესტირების ინტენსიფიკაცია(მინიმუმ 50000 ტესტი დღეში) და ინფიცირებული მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების უზრუნველყოფა. ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის, ჰოსპიტალური სექტორის ინფრასტრუქტურული და სისტემური გაძლიერება, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა( ასაკობრივი ზღვარის შემცირება ასტრაზენეკას ვაქცინებზე), საინფორმაციო, საგანმანათლებლო პროცესის სწრაფი ორგანიზება ადგილებზე და არა პოლიტიკურ დღის წესრიგს მორგებული სარეკლამო კამპანია.
დრო ცოტაა, თუ ჩვენ ორი კვირის განმავლობაში შევძლებთ ამ ნაბიჯების თანმიმდევრულ სწრაფ გადადგმას, ჩვენ თავიდან ავიცილებთ ძალიან დრამატულ აგვისტო-სექტემბერს და იმ უმძიმეს შეზღუდვებს რაც ხელისუფლება გვიანონსებს.“ - განაცხადა კალოიანმა.