თბილისში, პუშკინის სკვერში ხელოვნების მუზეუმის საკითხთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში კულტურის სფეროს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ. გამომსვლელები საუბრობდნენ იმ მოთხოვნების შესახებ, რაც მათი თქმით, აუცილებელია იმისათვის, რომ შალვა ამირანაშვილის სახელო...
ებრაჰიმ რაისმა საპრეზიდენტო ფიცი დადო ირანის მეჯლისში და ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას ირანის მერვე პრეზიდენტის რანგში. ცერემონია გაიმართა სასულიერო, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელების, ასევე მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და სამხედროების თანდასწრებით. პრეზიდენ...
ნიდერლანდების სამეფომ საქართველოს ინფიცირების "ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის" სტატუსი მიანიჭა. იტყობინება საქართველოს საელჩო ნიდერლანდებში. მთავრობის გადაწყვეტილება 8 აგვისტოდან ამოქმედდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოდან ნიდერლანდებში შესული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაც...
ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება დაუახლოვდეს, კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციის დასაქმებულის ანაზღაურებას -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას. მისი თქმით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება და ...
მაღალმთიან აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 102 წლის ემინე ჯორბენაძე აიცრა. ემინე ჯორბენაძე,"ფაიზერის" პირველი დოზით აიცრა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, აცრის პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა და ემინე ჯორბენაძე თავს კარგად გრძნობს. მანამდე "ბათუმელებ...
6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, რიკოთის უღელტეხილზე, ორივე მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე და...
"იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და განვითარების პერსპექტივა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას, თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ პროცესში" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს შექმნილი აქვს ყველა პირობა ვაქცინაციის პროცესისთვ...
ეს არის არა ამ საქმესთან დაკავშირებით მიღებული მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება, არამედ ესაა პირდაპირი წაქეზება ნებისმიერი იმ დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ, - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი ლუკა სირაძის საქმეში მსჯავრდებული ...
მოსკოვი მზადაა აღადგინოს ურთიერთობები თბილისთან იმ საფეხურზე, რაზეც ქართული მხარე ამისთვის მზად არის. განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკანტოვმა. "ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის,...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს თვითგამორკვევისკენ მოუწოდა. "მე მიმაჩნია, რომ თუ შენ დღეს ცხოვრობ დონბასში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ფიქრობთ, რომ "ჩვენ რუსეთში ვართ","ჩვენ რუსები ვართ", დიდი შეცდომაა დონბასში დ...
ტაჯიკეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს რუსეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით. სამხედრო სწავლება ავღანეთში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების "თალიბანის" გააქტიურების ფონზე იმართება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, სამხედრო მანევრებში ჩაერთვება 2.5 ათასზე ...
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0927 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1022 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.95 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.662...
უკვე მეორე დღეა პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს, შალვა ბაქრაძეს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის მეუღლე ავრცელებს და პოლონეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს. "ჩემი მეუღლე 48 საათია დაკარგულია პოლონეთში. ბოლოს ბარათით ტრანზაქცია შეასრულა კატოვიცეში. გუშინ...
ჩვენი მიზანია, 2025 წელს საინვესტიციო რეიტინგის მიღება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას. როგორც მან აღნიშნა, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც რეგიონში განვითარებული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, შეძლო რეიტინგების გაუმჯობესება კრიზ...
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ საქართველოში კოვიდპანდემიის მართვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს. "არ ვიცი, პანდემიის რა ტიპის მართვასთან გვაქვს საქმე. კითხვის ნიშნები არსებობს და პასუხები არ გაგვაჩნია. არის სრულიად ასინქრონული, არასისტემური მართვის პრინციპი. რაღაც ე...