გულწრფელად ვიტყვი, ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"გულწრფელად ვიტყვი, ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით, ამის ყველა წინაპირობა არსებობდა. თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი რაღაც შეიცვალა. ახლა არ დავიწყებ ამის ახსნას, მთავარია სწორი ანალიზის გაკეთება, მომზადება მეორე ტურისთვის და წინ გამარჯვებისკენ", - თქვა კალაძემ.