ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისში ყველა საარჩევნო უბანი სრულად დათვლილია.
ყველაზე მეტი ხმა "ქართულმა ოცნებამ" - 40.47% მიიღო.
თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის დადგენილი 2.5%-იანი ბარიერი გადალახეს შემდეგმა პარტიებმა:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 107 097 ხმა - 28.09 %
"ლელო" - 13 470 - 3.53 %
"გახარია - საქართველოსთვის" - 33 434 - 8.77 %
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 154 314 - 40.47 %
"ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება" - 12 335 - 3.24 %
"ანა დოლიძე - ხალხისთვის" 9 823 - 2.58 %.
არჩევნებში მიღებული შედეგები საკრებულოს მანდატებშ შემდეგნაირად გამოისახება:
"ქართული ოცნება" - 28 მანდატი, საიდანაც 19 მანდატი პროპორციული შედეგებით არის მიღებული, ხოლო 9 მაჟორიტარული.
"ნაციონალური მოძრაობა" - 13 მანდატი, პროპორციული
"გახარია საქართველოსთვის" - 4 მანდატი, პროპორციული
"ლელო" - 2 მანდატი, პროპორციული
"გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1 მანდატი, პროპორციული
"ანა დოლიძე - ხალხისთვის" - 1 მანდატი, პროპორციული.
აღსანიშნავია, რომ თბილისის 10 მაჟორიტარული ოლქიდან 9-ში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, მეორე ტური გაიმართება მხოლოდ საბურთალოს ოლქში, სადაც ერთმანეთს "ქართული ოცნების" კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე და ბორის ყურუა (გირჩი - მეტი თავისუფლება) დაუპირისპირდებიან.