"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები წარმოადგინა.
PVT-ის შედეგები ეფუძნება დამკვირვებლის 95 პროცენტისგან მიღებულ ინფორმაციას.
ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში მოხვდნენ პარტიები, რომლებმაც არჩევნების პროპორციულ კომპონენტში ეროვნულ დონეზე ერთ პროცენტზე მეტი მოაგროვეს.
შედეგები მოიცავს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მაქსიმალურ და მინიმალურ შედეგებს (99%-იანი ნდობის ინტერვალით).