უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დააბრუნოს.
ამის შესახებ მან ტრუსკავეცში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მე როგორც უკრაინის პრეზიდენტი მუდმივად ვარ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების დაბრუნებით სხვადასხვა საშუალებით, რაც გამაჩნია და რაც ძალაუფლებით მაქვს მონიჭებული. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუტის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში მყოფი ჩვენი ელჩისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, ასევე ჩვენი მინისტრთა კაბინეტების, პრემიერების დონეზე, ჩვენ ყველა ამ საქმით ვიქნებით დაკავებული", - განაცხადა ზელენსკიმ.
საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს სამართლადმაცველებმა თბილისში დააკავეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.