არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა დარღვევებზე გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრიტანეთის საელჩო იმედს გამოთქვამს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე-2 ტურის კამპანიაში.
"მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა დარღვევების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა.
აღნიშნული ხარვეზები აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას. იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე2 ტურის კამპანიაში საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.