ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას დადებით შეფასებას 51% აძლევს. NDI-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე - როგორ აფასებთ საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას მთლიანობაში? ძალიან დადებითად ...
იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროკურორებისთვის ტრეინინგი მიმდინარეობს - ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება." ტრენინგის განმავლობაში პროკურორები გაეცნობიან არასრულწლოვნებთან მუშაობის თავისებურებებს, მათი მოწმისა და ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხვის სპეციფიკას, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც პროკურორებს დაეხმარება დაი...
"სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი მონასტერში იმყოფება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორის მოადგილემ ფრიდონ დოჩიამ განუცხადა. "ჩემი ინფორმაციით, მალხაზ გულაშვილი შვილთან ერთ-ერთ მონასტერში იმყოფება",- განაცხად...
დღეს, 11 მაისს, საზოგადოებრივი მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია გლდანის #8 საპყრობილეში მოთავსებულ ზურაბ ალხაზაშვილსა და ლევან გოგიჩაიშვილს მოინახულებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ეკა ბესელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ...
გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითიდან ოსი სეპარატისტების მიერ გატაცებული 48 სული საქონელი უკვე დააბრუნეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა. მისი განმარტებით, საქონელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო საძოვარზე გადასული, საიდანაც მოხდა მათო...
საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიხციატივით, გასულ წელს ქართველი ჟურნალისტებისთვის 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების დროს გორში დაღუპული ჰოლანდიელი ჟურნალისტის სტან სტორიმანსის სახელობის სტიპენდია დაწესდა. ამ ინიციატივით პირველ ლედის სურს პატივი მიაგოს სტან სტორიმანსის ხსოვნა...
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი მზადაა, ლიბერალ-დემოკრატთა ლიდერ ნიკ კლეგთან კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი "სკაი ნიუსი" ავრცელებს. "ამ თანამდებობაზე და...
საქართველოში წინასაარჩევნო შეხვედრებს იწყებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები. ევროპელი დიპლომატი თბილისში დღეს დილით ჩამოფრინდა. პიტერ სემნები ხელისუფლების, ოპოზიციის და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. მოახლოებულ არჩევნებთან ერთად...
კანადაში დაკარგული მარიამ მახნიაშვილის მამა ტორონტოს სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შესახებ კანადური მედია იუწყება. მედიის ცნობით, ვახტან მახნიაშვილი ტორონტოს სასამართლომ გაათავისუფლა, თუმცა მოსამართლემ გირაოს დეტალების გამოქვეყნება აკრძალა. სასამართლო პროცესს ბრალდებულის მეუ...
დღეს, 11 მაისს, სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის აპარატიდან აცნობეს, მინისტრთა კაბინეტი 25 საკითხს განიხილავს, მათ შორის "სახელმწიფო პროგრამა "იაფი კრედიტის" ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წლის 16 ივნისის განკარ...
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი თბილისში დაბრუნდა. როგორც მან აეროპპრტში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, მალე დადგება ის დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება და ქართველი ჯარისკაცები 9 მაისს მოსკოვშიც იზეიმებენ. მისი თქმით, მაშინ როცა ს...
წუხელ, გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთიდან 60 სული საქონელი გაიტაცეს. ნახირის მწყემსების განცხადებით, მათ 8 შეიარაღებული პირი დაესხათ თავს. მწყემსების თქმით, ისინი ერთამაეთში ოსურად და რუსულად საუბრობდნენ, მათ კი ქართულად მიმართავდნენ. გამტაცებლებმა ერთ-ერთ მწყემსს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ...
"ოპელის" მარკის ავტომანქანა ბარათაშვილის ხიდიდან გადავარდა გუშინ ღამით, "ოპელის" მარკის ავტომანქანა ბარათაშვილის ხიდიდან გადავარდა. ავტომანქანა სანაპიროზე ჩავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. "ოპელის" სალონში 4 ადამიანი იმყოფებოდა. მათ მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხეს და სიკვდილს გადაურჩნენ. ...
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია სამშობლოში დაბრუნდა. როგორც მან აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, ციურიხსა და მიუნხენში გამართულ შეხვედრებზე ევროპელ სპეციალისტებსა და ექსპერტებს კომისიის მიერ აღნიშ...
დღეს, 11 მაისს, ევროსაბჭოს მინისტერიალზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ ვითარებას და რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. "ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ არსებული ვითარებისა და რუსეთის მ...