აჭარაში ჩადებული ინვესტიციების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 6,5 %-ითაა გაზრდილი.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 2011 წლის 11 თვეში რეგიონში 136,6 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მაშინ როდესაც აჭარაში 2009 წლის 128,3 მლნ. დოლარის ინვესტირება მოხდა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2011 წელს აჭარაში განხორციელებული მთლიან ინვესტიციებში 74 % უცხოურ ინვესტიციებზე, ხოლო 26 % ადგიობრივ ინვესტიციებზე მოდის.
2010 წლის იანარ-ნოემბერში პრივატიზებულ ობიექტებში 96,9 მლნ. დოლარის ინვესტირება მოხდა, მაშინ როდესაც 2009 წლის 11 თვეში პრივატიზებულ ობიქტებში 86,2 მლნ. დლარის ინვესტიციაა განხორციელებული.
სფეროების მიხედვით წლს აჭარაში ყველაზე მეტი ინვესტიცია ტურიზმი სფეროშია განხორციელბული.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2010 წლის 11 თვეში მხოლოდ ტურიზმის სფეროში 69,7 %-ი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მაშინ როდესაც 2009 წლის იანვარ-ნოემბერში რეგიონის ტურიზმში დაატებით 57,2 მლნ. დოლარის კაპიტალი შევდა.
2010 წლის 11 თვეში ტურიზმის გარდა მნიშვნეოვანი ინვესტიციბი შევიდა მშნებლობის სექტორში სააც წელს 53,2 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხოციელებული. 10,8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა მრეწვლობის სეტორში, ხოლო ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში 0,9 მნ. დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.
სტატისტიკის თანახმად, საერთო ინვესტიციბიდან 1,8 მლნ. დოლარი კი სხვა სექტორებზე მოდის.