საგამომცემლო სახლ „ნავიგატორის" პროექტის „Georgian Product & ..." ფარგლებში, 2010 წლის 11-12 დეკემბერს იგეგმება საქართველოში ქართული პროდუქტის პირველი საშობაო გამოფენა-გაყიდვა.
გამოფენა-გაყიდვაზე მოწვეულნი იქნებიან ფართო სპექტრის ქართული კომპანიები, რომლებიც 2 დღის განმავლობაში საზოგადოებას შესთავაზებენ საკუთარ პროდუქციას და მომსახურებას სპეციალური ფასდაკლების სისტემით. აღნიშნული აქცია ემსახურება ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას, ხარისხის ამაღლებასა და საზოგადოებაში ქართული ნაწარმის ცნობადობის გაზრდას.
გამოფენა-გაყიდვა ასევე ემსახურება ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარებას და მათი შესაძლო თანამშრომლობის ხელშეწყობას.
საშობაო გამოფენის მსვლელობისას მოეწყობა კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის პრეზიენტაციები და სხვადასხვა ღონისძიებები.
მისამართი: წერეთლის 116 , ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა".