დედაქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების 65 % ტექნიკურად გაუმართავია.
შესაბამისი დასკვნა ორგანიზაცია "დაცულ მოძრაობას" ეკუთვნის.
"კვლევით დგინდება, რომ დედაქალქში ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი ტრანსპორტი არის ე.წ. "მარშუტკები". სამწუხაროდ, მათი 65 % არის ტექნიკურად გაუმართავი. ამორტიზირებული და მოშლილია მათი სალონიც, რაც მგზავრებს დისკომფორტს უქმნის. კომფორტს რომ თავი დავანებოთ, მგზავრების 60-დან 80 %-ს მგზავრობის დროს ფეხზე დგომა უწევს, რაც უსაფრთხოების არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება", - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა დავით მესხიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, ორგანიზაცია მის მიერ ნოემბერში ჩატარებული აღნიშნული კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურს გადაუგზავნის, "რათა მომავალში მგზვარობა უფრო უსაფრთხო იყოს".
კვლევისას თბილისში მცხოვრები 500 ადამიანი გამოიკითხა.