სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის შეფასებით, "დღეს ადამიანს ცოდვა ცოდვად აღარ მიაჩნია".
ამ თემაზე პატრიარქმა დღეს, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.
"დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. სირთულე ისაა, რომ ადამიანს ცოდვა ცოდვად აღარ მიაჩნია. ცოდვისაგან განწმენდის სურვილი ადამიანს ოდითგანვე ჰქონდა. წარმართები ცხვარს ველად გაუშვებდნენ ხოლმე და მათ სწამდათ, რომ ამ ცხვარზე საკუთარი ცოდვები გადადიოდა. როცა ადამიანი მთლიანად ცოდვაშია ჩაფლული, ის საშიშ გზას ადგას. ეფრემ ასური ამბობს, რომ მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და ამით ის უფლისგან საკუთარი ცოდვების განცდის უნარს ითხოვს. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაახლოებულია უფალთან", - ბრძანა უწმინდესმა.