10:00 - ქვესადგურ "აეროპორტში" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება 16:00 საათამდე შეეზღუდება. 11:00 - სასტუმრო "ვერე პალასში" საქართველოს ეროვნული საინვეტიციო სააგენტოსა და საქართველოში ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით საქართველ...
დღეს, 13 ივლისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქვესადგურ "აეროპორტში" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აეროპორტის დასახლების, რკინიგზის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს. ს...
ხვალ, 13 ივლისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია "წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია II სადღესასწაულო წირვა-ლ...
თბილისის მერიასა და სავაჭრო ცენტრ "ლილო მოლს" შორის მემორანდუმი გააფორმდა, რომლის თანახმად, "ლილო მოლი" თბილისის მერიასთან აქტიურად ითანამშრომლებს და ვაკანტურ პოზიციებზე კადრებს მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეარჩევს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და &q...
ხვალ, 15:00 საათზე, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე დაკავებული ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეხვდება. როგორც ქორიძემ განაცხადა, მას რამდენი წუთის წინ სამინისტროდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მინისტრმა შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა. "უცნობია, მერაბიშვილს ჩემთან ერთად შეხვდ...
ხელისუფლების მიერ ჯაშუშობაზე გადაღებული სერიალების შემდეგ ფოტოგრაფების საქმეზე გრიფ "საიდუმლოს" მინიჭება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ამის შესახებ რეპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რ...
მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის განცხადებით, ქვეყანაში თავისუფალმა საზოგადოებამ ხელისუფლება უნდა აიძულოს, რომ ფოტოგრაფების საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოხსნას. როგორც ქორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები პერმანენტულად გაგრძლედება, როგორც პარლამენტთან, ასევე შსს-სა და გლდანის საპყრობილესთან. ქორიძის თქმით, აქციის მიზა...
პარლამენტის წინ ჟურნალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები დაკავებული ფოტოგრაფების საქმეზე გრიფ "საიდუმლოს" მოხსნას ითხოვენ. ასევე ძალაში რჩება შს მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნა. ჟურნალისტები პლაკატებითა და საყვრებით აპროტესტებენ ფოტოგრაფების და...
14 ივლისს, 12:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში „არტ-გენი 2011"-ის დასკვნითი ნაწილის შესახებ პრესკონფერენცია ჩატარდება. „არტ-გენი 2011"-ის დასკვნით ნაწილს თბილისი უმასპინძლებს. 15-იდან 24 ივლისის ჩათვლით ეთნოგრაფიულ მუზეუმში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, დაათვალიეროს ხალხური...
13 ივლისს, 13:30 საათზე, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში, აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი სამოქალაქო განათლებისა და მასწავლებელთა მომზადების პროგრამის საზაფხულო ბანაკს ეწვევა. ბასი პროგრამის მონაწილე 75 მოსწავლესა და 10 მასწავლებელს შეხვდება. სამოქალაქო განათლებისა და მასწავლებელთა მომზადების პროგრამა მ...
ჩერქეზი ხალხის მიმართ რუსეთის იმპერიის მიერ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდასვსაყოფად საქართველოში ჩერქეზი ხალხის გენოციდის ამსახველი მემორიალი შეიქმნება და ესკიზურ პროექტზე შესარჩევი კონკკურსი გამოცხადდება. კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პირობების შემუშავების, კომისიის სიითი შემადგენლობის შერჩევისა და კ...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა. მსოფლიო რაგბის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა მორაგბეებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. პრეზიდენტის თქმით, ქართველმა მორაგბეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ ასევე დიდ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯონ ბასს შეხვდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა და მასზე საქართველო - აშშ - ს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. ...
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 26 მაისის შემდეგ საქართველოში სხვა რეალობაა და რეჟიმის მხრიდან ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ყველა მოქმედება მოსახლეობის საბოლოო დამონებას და განსხვავებული აზრის ჩახშობას ემსახურება. &quo...
სასამართლომ ამჟამად ძებნაში მყოფ თორნიკე გიგოლაშვილს, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ხოლო არასრულწლოვან ბრალდებულთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაუ...