ჩერქეზი ხალხის მიმართ რუსეთის იმპერიის მიერ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდასვსაყოფად საქართველოში ჩერქეზი ხალხის გენოციდის ამსახველი მემორიალი შეიქმნება და ესკიზურ პროექტზე შესარჩევი კონკკურსი გამოცხადდება. კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პირობების შემუშავების, კომისიის სიითი შემადგენლობის შერჩევისა და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის უზრუნველსაყოფად უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის სახელით დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაავალა.
"შავიზღისპირეთში დაიდგმება მემორიალი, ესკიზის შესაქმნელად გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და მასში მთელ მსოფლიოში გაბნეული ჩერქეზი ხალხიც მიიღებს მონაწილეობას. ადგილი უახლოეს პერიოდში განისიზღვრება და კონკურსიც, სავარაუდოდ, სექტემბერში გამოცხადდება. შავიზღვისპირთს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგანაც 20 მაისს, როცა მათი გენოციდის დღე აღინიშნება, ისინი მიდიან და გვირგვინებს და ყვავილებს ყრიან შავ ზღვაში", - განაცხადა დიასპორას საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ.
პროექტის თანახმად, ჩერქეზთა მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად უმღლესი საკანონმდებლო ორგანო მთავრობას სამოქმედო გეგმის შემუშავების წინადადებით მიმართავს. თავის მხრივ, ეს გეგმა საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრისა და ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის შექმნას გულისხმობს. დადგენილების პროექტი პარლამენტმა 1-ელ ივლისის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.
2010 წლის 24 სექტემბერს გაერის გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე ოფიციალურად გახმოვანდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის შესახებ. გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის ეპოქალური მნიშვნელობის ინიციატივიდან, საქართველოს ხელისუფლების საგარეო და სამეზობლო ურთიერთობებში სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას იძენს კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა და გლობალური გამოწვევების პირისპირ საერთო ხედვის ჩამოიყალიბება, რომლის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს 2011 წლის 20 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება.