მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის განცხადებით, ქვეყანაში თავისუფალმა საზოგადოებამ ხელისუფლება უნდა აიძულოს, რომ ფოტოგრაფების საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოხსნას. როგორც ქორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები პერმანენტულად გაგრძლედება, როგორც პარლამენტთან, ასევე შსს-სა და გლდანის საპყრობილესთან.
ქორიძის თქმით, აქციის მიზანია ქართველი კანონმდებლების გამოფხიზლება. მისი თქმით, 314-ე მუხლი იმ რედაქციით არ უნდა არსებობდეს, რომელიც დღეს გვაქვს.
ფოტოგრაფების მხარდამჭერი აქცია ქუთაისშიც გაიმართა.
"აქცია არის პოზიციის გამოხტვა თავისუფალი მოქალაქეების მიერ, რომელთაც სურთ, სრული ინფორმაცია მიიღონ, შესაბამისად, საქმეს მას გრიფი "საიდუმლო" უნდა მოეხსნას", - განაცხადა ქორიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე დააკავა. გედენიძეს, ქურციკიძესა და აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. ნათია გედენიძე კი ათათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.