დღეს 16.00 საათზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პრესკონფერენციას გამართავს და ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის განცხადებას გამოეხმაურება. კერძოდ, ერთი კვირის წინ ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიამ ახალი განცხადება გააგზავნა სააკაშვილისა და ადეიშვილის სახელზე, რომელიც ადვოკატთა კორპუსის ჩაგვრის ფაქტებს შეეხება...
სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის პოპულარიზაციისა და საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის მიზნით, თბილისის მერია გუდაურის განვითარების პროექტის განხორციელებას იწყებს. შედეგად, გუდაურში გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები მ...
მოსკოვში ოპოზიციის აქცია დაარბიეს. მემარცხენე ფრონტის ლიდერობით ოპოზიციურმა პარტიებმა გასულ საღამოს "რისხვის დღე" მოაწყეს. აქციის მონაწილეები კარლ მარქსის ძეგლთან შეიკრიბნენ. დემონსტრაცია სანქცირებული იყო, თუმცა მოგვიანებით სერგეი უდალცევმა მომხრეებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ დაძვრისკენ მ...
დღეს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია ცნობილ ინგლისელ მეცნიერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორს მაიკლ ვიკერსს უმასპინძლებს. პროფესორი წაიკითხავს ლექციას თემაზე: "ებრაული და ადრექრისტიანული სიძველენი რომაული კატაოკმბებიდან: ოქსფორდის ეშმოლეან მუზეუმის ახალი შენაძენები". მაიკლ ვი...
რენე ჰარლენის ფილმს "აგვისტოს ხუთი დღე", რომელიც რუსეთY-საქართველოს ომს ასახავს, მაყურებელი პირველად ვალენსიაში სათავგადასავლო ფილმების ფესტივალზე ნახავს. ფილმის ჩვენება 15 აპრილს იგეგმება. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაპუნა დავითაიას ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ესპანეთში უ...
თბილისში ვიზიტად მყოფი ლეგენდარული მოთხილამურე ალბერტო ტომბა საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი და საქართველოში "სილქროუდ ჯგუფის" ხელმძღვანელიც ესწრებოდნენ. ცნობილი მოთხულამურე, ვიზიტის ფარგლებში, გუდაურშიც იმყოფებოდა. მან გუდაურის ტრასები თავად...
"საქართველოს ბანკი" საკუთარ კლიენტებს საშუალებას აძლევს, ექსკლუზიურად, American Express ბარათების მფლობელები გახდნენ. American Express ბარათები ინოვაციურ და უნიკალურ ბენეფიტებს მოიცავს, განსაკუთრებული შეთავაზებები სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, უსაფრთხოება, ფინანსური მოქნილობა, პრივი...
12 აპრილს, 11:00 გორში, "იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტის" (SIIMS) ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი გაიმართება. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცემათ საქაშეთისა და შავშვების დევნილი და ადგილობრივი თემ...
ისრაელმა, აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაული დასახლების მშენებლობის გაგრძელების გეგმები დროებით შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ ებრაული საინფორმაციო სააგენტო "უაი-ნეტ"-ი ისრალის პრემიერ-მინისტრის გარემოცვაში არსებულ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი მონაცემებით, მშენებლობის პროცესი, ისრაელის ...
პოლონეთის პრეზიდენტი სმოლენსკის მემორიალთან დაკავშირებულ გაუგებრობას გამოეხმაურება რუსეთში დღეს პოლონეთის პრეზიდენტს ელოდებიან. ბრონისლავ კომოროვსკი დიმიტრი მედვედევს შეხვდება და მასთან ერთად პოლონეთის ტრაგედიის ადგილს მოინახულებს. წინასწარი ინფორმაციით, პოლონეთის პირველიPპირი რუს კოლეგასთან შეხვ...
დაღესტნის რაიონში მილიციისა და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების შეტაკების შედეგად ორი მილიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეტაკება ტყის მასივში მოხდა და იგი ამჟამადაც გრძელდება. "ორშაბათს დილით ძალოვნები, რომლებიც ტყის მასივის დათვალიერებას აწ...
ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე გვიან ღამით 22 წლის ომარ ახმედიანი ბიძაშვილმა მკერდისა და გულმკერდის არეში დანით დაჭრა. ამ დროისთვის დაზარალებული თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. სასწრაფო სამედიცინო დახმარე...
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია "თავისუფლების" წარმომადგენლის სანდრო ბრეგაძის საქმის არსებით განხილვა იწყება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბრეგაძის ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა განუცხადა, პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. "თავისუფლების" წევრი და ყოფილი პარლამენტარი 17 თებერ...
დღეს, 11 აპრილს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში საქართველოს პირველი სანდრა ელიზაბედ რულოვსის ავტობიოგრაფიული წიგნის "იდეალისტის ნაამბობის" პოლონურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ლეხ და მარია კაჩინსკების ხსოვნას ეძღვნება. პირველი ლედი ამავე დროს კლასიკური მუსიკის რადიო "RMF FM Classic"-სა და მუსიკალუ...
დღეს, 11 აპრილს, სახალხო წარმომადგენლობითი კრების ახალგაზრდული ფრთა, მოძრაობა "არა!" და სახალხო კრების პროექტ "სამართალი მოდის" _ წარმომადგენლები, სოფელ დიღომში, გამგეობის შენობასთან "მამხილებელ-საპროტესტო აქციას" გამართავენ. კრების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია ერთ-ერთი ადგილობრივი ჩინოსნის წ...