მსახიობმა ჯოშ დუამელმა, რომელმაც "ტრანსფორმერების" მესამე ნაწილში უილიამ ლენოკსის როლი შეასრულა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას არ მიუღია მოწვევა ფილმის გაგრძელებაზე მუშაობაში.
გარდა ამისა, დუამელი საკმაოდ სკეპტიკურად საუბრობს პროექტზე და ეჭვობს, რომ რობოტებზე შექმნილი მეოთხე ნაწილის გადაღებაში მისი კოლეგები აღარ მიიღებენ მონაწილეობას.
"შია ლებეფი ნამდვილად არ დაბრუნდება, არც ტაირეზ გიბსონი და როზი ჰანტიგენტონ-აიტლი. ჩვენი პერსონაჟების დაბრუნების შესახებ არაფერი მსმენია, ჩემთვის არავის დაურეკავს", - განაცხადა მსახიობმა.
"ტრანსფორმერების" მეოთხე ნაწილის კინოგაქირავებაში გამოსვლა 2014 წელსაა დაგეგმილი. ისტორიის ახალი ნაწილის რეჟისორი კვლავ მაიკლ ბეი იქნება.