უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 22 სექტემბერს აშშ-ში შეხვდება. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განუცხადეს.
შეხვედრის პროგრამა ამ დროისთვის უცნობია. მოსალოდნელია, რომ ზელენსკი აშშ-ში ორშაბათს საღამოს ჩავა.
20 სექტემბერს ზელენსკიმ ტრამპთან საუბარი გამართა, რომლის დროსაც მხარეები ნიუ-იორკში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
„არსებობს იდეები დეესკალაციის ზომებთან და უსაფრთხოების ფუნდამენტურ საკითხებთან - ენერგეტიკულ და სასურსათო უსაფრთხოებასთან, ასევე ადამიანების სიცოცხლის დაცვასთან დაკავშირებით. ამერიკულ გუნდთან ერთად ვმუშაობთ და მზად ვართ, მართლაც სერიოზული ნაბიჯები გადავდგათ“, - განაცხადა მაშინ ზელენსკიმ.