23 თებერვალს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, სარემონტო სამუშაოების გამო კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება გორგასლის, დიდი ხეივნის, გულიას, კრწანისის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.