მოსკოვი შიშობს, რომ ყირგიზეთში მდებარე ამერიკული ავიაბაზა "მანასი" შესაძლოა ირანის წინააღმდეგ პოტენციურ სამხედრო კონფლიქტში იქნეს გამოყენებული. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
დიპლომატის აზრით, ამ შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა ეს "ამ ცენტრის სტატუსის შესახებ ამერიკულ-ყირგიზული შეთანხმების პირობების დარღვევას ან შეცვლას გამოიწვევს".
ავიაბაზა "მანასი" ბიშკეკის აეროპორტში 2001 წელს შეიქმნა.