არასამთავრობო ორგანიზაციამ "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის" ლინკოლნის სამხრეთ როტარის კლუბის მიერ გამოყოფილი გრანტით, საგურამოს ბავშვთა სახლს უახლესი მოდელის 10 პერსონალური კომპიუტერი გადასცა. გრანტის ფარგლებშივე, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს 3 თვის განმავლობაში ...
ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. სოფელში სკოლა 6 წლის წინ დაიწვა და ბავშვებს განათლების მიღება მაღაზიის შენობაში უწევდათ. მშენებლობის დაწყებას იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი დაესწრნენ. მათი ინფორმაციით, მოსწავლეები ახალ სკ...
ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ორგანიზებით ბათუმში თბილისის მოედანზე აქცია, სახელწოდებით: ,,არ დაცადო ბედი, შეიკარი ღვედი" გაიმართა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, აქციის ფარგლებში მოსახლეობას სხვადასხვა საინფორმაციო ტიპის ფლაერები და სტიკერები დაურიგდა...
ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა იმ ქვეყნების ხელისუფლებებს აკრიტიკებს, სადაც სექსუალური უმცირესობების უფლებები ილახება. სხვა სახელმწიფოებს შორის ლედი გაგას კრიტიკის ობიექტი გახდა რუსეთიც. როგორც იტალიაში Circo Massimo-ს სტადიონზე გამართულ გეი აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას მომღერალმა განაცხადა, სამწუხარ...
რუსეთმა თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა შეიარაღებული კონფლიქტის და განსაკუთრებული მდგომარეობის პირობებში მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანა. თვითაღარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ერთად სიაში მოხვდნენ: ერაყი, ავღანეთი, იემენი, ლიბია და პალესტინის ადმინისტრაცია. სია რუსეთის ფედერაციამ გასულ კვირას დაამტკიცა...
სტუდენტებსა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, სახელწოდებით „დასაქმების ფორუმი" 11 ქართული უნივერსიტეტი და ბიზნესსექტორის 25-მდე წარმომადგენელი (საერთაშორისო კომპანიები: დელოიტი, KPMG, ჰაიდელბერგცემენტი, Toshiba; სატელეკომუნიკაციო კომპანია: ბილაინი; სამედიცი...
ინგუშეთში, სნუჟენსკის რაიონში უცნობი პირის მიერ თავდასხმის შედეგად ერთი მოქალაქე დაიღუპა და ორი პოლიციელი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ, 23:10 საათზე, მდინარე ასას მარჯვენა სანაპიროსთან...
თურქეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში 15 პარტია და 203 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. თურქეთის ერთპალატიან პარლამენტში სულ 550 წევრს აირჩევენ. ხმის მიცემის პროცესი თურქეთის ძირითად ნაწილში, მათ შორის ანკარასა და სტამბულში დილის 08:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდება. ამომრჩევ...
სომხეთის ეკლესიის დელეგაციის წევრებმა და ქალაქის მერმა გიგი უგულავამ ავლაბარში სურბ ეჩმიაძინის სახელობის ეკლესიასთან მდებარე კულტურული ცენტრი "ჰაიარტუნი" გახსნეს. კულტურული ცენტრის გახსნა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ II-ის საქართველოშო ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოხდა. გახსნის ცერემონიას საქართველოშ...
ესპნალემა სამართალდამცველებმა ანონიმურ ჰაკერთა ჯგუფის სამი წევრი დააკავეს. ჰაკერებს ბრალი ედებათ კიბერ შეტევების განხორციელებაში ისეთ ფირმაზე როგორიცაა „სონი". აღნიშნულმა ჰაკერებმა კიბერ შეტევა განახორციელეს ესპანურ ბანკებზე BBVA-სა და Bankia-ზე, ასევე იტალიურ ენერგეტიკულ ჯგუფ Enel SpA -ზეც. ...
ფიზიკური პირები მათზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციას ავტომატურ რეჟიმში, საბანკო ოპერაციის განხორციელებისას მიიღებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის, რომლის თანახმადაც, კომერციულ ბანკებს ფიზიკური პირების ინფორმირებულობის ვალდებულება დაეკისრებათ. ...
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომანდენელმა დევიდ ჰოულიმ დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ ფონდის ყოფილი დირექტორის დომინიკ სტროს-კანის დაპატიმრებამდე, რომელიც სექსუალური ზეწოლის ბრალდებით აიყვანეს, ორგანიზაციის კომპიუტერულ ქსელზე განხორციელდა კიბერთავდასხმა, რომლის მასშტაბებიც ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ჰოულის თქმით, კ...
"არცერთი კანონი არ არის შეუცვლელი და უნივერსალური დროსა და სივრცეში", - სწორედ ამით ხსნის "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ახალ "საგადასახადო კოდექსში" მუდმივ ცვლილებებს. "საქართველოს მთავრობა ბიზნესთან კონსულტაციებს აქტიურად აგრძელებს და ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადებას ეხმაურება. „უზენაესი სასამართლოს გამოხმაურება თუნდაც ამ ეტაპზე მისასალმებელია და ჩვენი კვლევის მნიშვნელოვნებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. იმედს ვიტოვებთ, უზენაესი სასამრთლოს, ისევე როგორც სხვა ორგანოებიდან, მომავალ...
პაკისტანის ქალაქ პეშავარში, სავაჭრო ცენტრში განხორციელებულ ტერაქტს 34 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დაჭრილია 100-მდე ადამიანი. სავაჭრო ცენტრში ორი ბომბი ერთდროულად ამოქმედდა. ქალაქ პეშავარში აფეთქებები ხშირია, რადგან აქ მდებარეობს ქვეყნის არმიის ცენტრალური ბაზა და სხვადასხვა სამთავრო...