ქრისტიან დემოკრატების საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ევროპის ქრისტიან-პოლიტიკური მოძრაობის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. ევროპელი ქრისტიან დემოკრატების ყრილობა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. ყრილობის მსვლელობისას ევროპელი ქრისტიან დემოკრატეიბის მმართველი საბჭო აირჩიეს, რომელის წევრადაც გიორგი რუხაძე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
მანამდე, ქდმ-ს საერთაშორისო მდივანი ევროპალარმეტში, საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციას დაესწრო და ღონისძიებს ფარგლებში შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან გამართა. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარების აუცილებლობა იყო.
გიორგი რუხაძე ბელგიიდან ჰოლანდიაში გაემგზავრება, სადგაც გიორგი ახვლედიანთან და რატი მაისურაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ქართველი და ჰოლანდიელი ქრისტიან-დემოკრატების ერთობლივ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის შემუშავებას ისახავს მიზნად. ქრისტიან დემოკრატების დელეგაცია საქართველოში 14 ინვისს დაბრუნდება.