კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ქუთაისში დაგეგმილი აქცია დღეს, 18:00 საათზე, გაიმართება.
აქცია აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვნის მოედანზე, ე.წ. 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
,,ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კოალიცისს სხვა ლიდერებთან ერთად უკვე დასავლეთ საქართველოში იმყოფებიან.
,,ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება ისეთივე ამაღლებული, ისეთივე შთამბეჭდავი, ისეთივე ხალხმრავალი აქცია, რასაკვირველია, სხვა პროპორციით, რადგან ქუთაისი უფრო პატრა ქალაქია, ვიდრე ეს იყო 27 მაისს თბილისში", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, ,,ქართულ ოცნებას" თავდაპირველად ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე აქცია 7 ივნისს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მერიამ აქციის ჩატარებაზე უარი განუცხადა და მიზეზად პირველი ივნისიდან პირველ ივლისამდე ცენტრალურ მოედანზე საზაფხულო ფესტივალის ღონისძიებები დაასახელა. სანაცვლოდ კოალიციის წარმომადგენლებს აქციის ჩასატარებლად ალტერნატიულ ადგილად აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვნის მოედანი შესთავაზა. თუმცა ,,ქართულმა ოცნება" ქუთაისის მერიას 1 ივნისს კიდევ ერთი წერილით მიმართა, სადაც 9-10 ივლისს ცენტრალურ მოედანზე აქციის გამართვას ითოვდა, მაგრამ მერიისგან კვლავ უარი მიიღო.2 ივნისს კი ქუთაისის მერიამ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მანიფესტაციის ჩასატარებლად ცენტრალური მოედანი 11-15 ივნისამდე შესთავაზა.