ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე, საგურამოსთან, გუშინ გაზის გაჟონვა დაფიქსირდა, რის გამოც რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში გაზის ტრანზიტი შეწყდება.
აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს გაზსადენის ოპერატორი - "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია". სომხეთში გაზის ტრანზიტი, სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
საქართველოს გაზმომარაგებაში, სომხეთში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო, პრობლემები არ შეიქმნება.