კოლიცია ,,ქართული ოცნება" ქუთაისში აქციის ჩასატარებლად ემზადება. კოლიციის წარმომადგენლებმა სცენის დამონტაჟება დილის ოთხი საათიდან დაიწყეს.
ამ დროისთვის სცენა და ხმის აპარატურა უკვე დამონტაჟებულია.
დასავლეთ საქართველოში უკვე იმყოფებიან კოლიციის ლიდერები. მათი დილით საგანგებო თათბირი გამართეს და ახლა უკვე ბალახვანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.
კოლიციის ლიდერები აქციაზე ხალხს იმერეთის ყველა რეგიონიდან ელოდებიან.
შეგახსენებთ: კოალიცია ,,ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი აქცია ქუთაისში დღეს 16:00 საათზე გაიმართება.