რუსეთის ახალი კულტურის მინისტრი ვლადიმერ მედინსკი ლენინის საზეიმოდ დაკრძალვის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ რადიოსადგური "ეხო მოსკვი" ავრცელებს.
"მე როგორც მივიჩნევდი ახლაც ასევე მივიჩნევ, რომ სხეული მიწას უნდა მიბარდეს. ყველა აუცილებელი რუსტუალი გავითავალისწინე. ვინაიდან ეს უმაღლესი თანამდებობირივი პირია, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, დაკრძალვა ყველა შესაბამისი სახელმწიფოებრივი რიტუალის დაცვით უნდა ჩატარდეს", _ აცხადებს ვლადიმერ მედინსკი.
მისივე თქმით, ადრე ქვეყნის ხელისუფლება არ მიიჩნევდა საჭიროდ ამის განხოციელებას, ვინაიდან ამას შეეძლო ელექტორატის განწყობილებაზე ასახულოყო და ხმათა რაოდენობა შეემცირებინა.
ამასთან ერთად, ვლადიმერ მედინსკი მიიჩნევს, რომ მავზოლეუმი წითელ მოედანზე უნდა დარჩეს და იქ შესაძლებელია საბჭოთა ისტორიის ღია მუზეუმის მოწყობა.
"ეს იქნებოდა ძალზედ პოპოულარული მუზეუმი, სადაც ბილეთი ძვირი ეღირებოდა", _ აცხადებს რუსეთის კულტურის მინისტრი.