"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია კონტროლის პალატის ხელმძღვანელს ლევან ბეჟაშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული მოწოდებით ბაღათურიამ დღეს იურიდიულ და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიწვეულ კონტროლის პალატის თავმჯდომარეს პირადად მიმართა. დეპუტატის თქმით,...
უახლოეს მომავალში კონტროლის პალატაში აუდიტის ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ აუდიტორთა ჯგუფი უშუალოდ პარტიებთან მიმართებაში იმუშავებს. კერძოდ, მისი თქმ...
კონტროლის პალატის ხელმძღვანელის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მოქალაქეების დაკითხვისას მათი გაშიშვლების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. როგორც მან საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეებისგან ახსნა-განმარტების მისაღებად, საჯარო დაწესებულებები განზრახ იქნა შერჩეული და მიზნად სწორედ უსაფ...
ხვალ, 20 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში წიგნის - "თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია" - პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი "თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიის აკადემიური კურსი" შოთა რუსთაველის ეროვნული სამ...
23 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია "დიოგენეში" გაიმართება დარეჯან სუმბაძის წიგნის - "დაკარგულთა არქივები. ანუ: წითელი ზურგის ქარით" - პრეზენტაცია. წიგნი გამომცემლობა "სიესტამ" გამოსცა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
20 მარტიდან საიტზე - www.summerjob.ge პროექტის "სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)" მონაწილეთა დარეგისტრირება იწყება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა "Summer Job" საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის ...
ხვალ, 20 მარტს, ქართველი მწერლის, ოთარ ჭილაძის დაბადებიდან 79 წელი სრულდება. ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი ოთარ ჭილაძე 1933 წლის 20 მარტს სიღნაღში დაიბადა. 1998 წელს ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად. 1956 წელს დაამთავრა თბილისის ...
პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესაძლებლობას კანონი არ დაუშვებს. ამის შესახებ შეთანხმებას, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მიაღწიეს. როგორც ჟურნალისტებს იურიდიული საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა კამპა...
"24-საათიან ფესტივალში" მონაწილე ექვსი დრამატურგი და ექვსი რეჟისორი კომპენტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფესტივალის ერთ-ერთმა პროდიუსერმა გიორგი ლიქოკელმა განუცხადა, შერჩეულმა დრამატურგებმა და რეჟისორებმა 24 საათის განმავლობში უნდა შეძლონ ექვსი მოკლე პიესის შექმნ...
გალერეა "შარდენში" მხატვარ მაკა ბატიაშვილის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს. "ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შესრულებული 25 ახალი ფერწერული ნამუშევარია წარმოდგენილი. მისი ნამუშევრები დაცულია ვილნიუსში, მუსიკისა და კინოს მუზეუმში და კერძო კოლექციებში, საქართველოში და საზღვარგარეთ", - გან...
ხვალ, 20 მარტს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდია კონცერტს გამართავს. კონცერტზე მოცარტის "ჯადოსნური ფლეიტა" ორ მოქმედებად იქნება წარმოდგენილი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწი...
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანელ თანამემამულეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს. "მინდა მივესალმო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ზეიმობს ნოვრუზობას და იმ მრავალრიცხოვან აზერბაიჯანელ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებისთვისაც ეს დღე ეროვნული დღესასწაულიც არის. ყვე...
სს "საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის" ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთების პროექტის ჯგუფის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა/ტრეინინგი, რომლის მთავარი თემა იყო ბოსტნეული კულტურების - ხახვისა და სტაფილოს წარმოების ტექნოლოგიები. კორპორაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე...
ხვალ, 20 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის თემა იქნება საქართველოს 2011 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური წინასწარი მონაცემები. ბრიფინგი ჩატარდება მისამართზე: ქ.თბილ...
22 მარტს, 15:00 საათზე, თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (რუსთაველის გამზირი 3) გაიხსნება ფოტოგამოფენა "მზერა კულტურული მემკვიდრეობისკენ - იუნესკოს მიერ დაცული იტალიური კულტურის ძეგლთა 150-წლიანი ფოტოები". გამოფენაზე წარმოდგენილია იტალიის კულტურული მემკვიდრეობის უძველესი და თანამედროვე ფოტოები, აღიარებულ...