სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში პაკ კინ ხემ გაიმარჯვა, რომელმაც განაცხადა, რომ ორიენტირებას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე აიღებს. პაკ კინ ხე სამხრეთ კორეის ყოფილი დიქტატორის, პაკ ჩონ ხის ქალიშვილია. მან გამარჯვება ლიბერალური გაერთიანებული პარტიის კანდიდატზე, მუნ ჩჟე ინომზე მოიპოვა და პირველი ქალი გახდა, რომელიც სამხრეთ კორეის პირველ პირად აირჩიეს.
გამოცხადებული შედეგების თანახმად, პაკს მხარი ამომრჩეველთა 50 %-მა დაუჭირა, ხოლო მის კონკურენტს - 48 პროცენტმა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეკონომიკური და სოციალური საკითხები დომინირებდა, რომელიც სამხრეთ კორეის მოსახლეობისათვის ყველაზე მტკივნეულია.
ექსპერტების განცხადებით, ახალ პრეზიდენტს სწორედ იმ ფაქტორმა მოუტანა გამარჯვება, რომ ხალხს შეფერხებულ ეკონომიკური წინსვლის და კრიზისის დაძლევის იმედი მიეცა.