დღეს, 20 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტი 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილავს. დეპუტატები მთავრობის მიერ კორექტირებულ ფინანსური დოკუმენტზე იმსჯელებენ.
2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საფინანსო რესურსი 8 მლრდ 748 მლნ 500 ათასი ლარით არის განსაზღვრული და ის 2012 წლის შესაბამის მაჩვენებელს 628 მლნ 500 ათასი ლარით აღემატება.
წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით იზრდება ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და განათლების უწყების დაფინანსება.
მთავრობა აცხადებს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახულია "ქართული ოცნების" მიერ წინასაარჩევნო პერიოდის დაპირებები.