"ინტერ რაო ეესი" აცხადებს, რომ საკონსულტაციო მომსახურების გაწევისათვის დაიქირავა ფირმა, რომლისთვისაც 1 მილიონი აშშ- დოლარის გადარიცხვის საქმეზე რამდენიმე ქართველი ყოფილი მაღალჩინოსანი და "ინტერ რაო ეეს" -ის ქართული შვილობილი კომპანიის გენერალური დირექტორი დააკავეს.
"ჩვენ მართლაც დავიქირავეთ საქართველოში საკონსულტაციო ფირმა, რომელიც მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქარველოს მთავრობასთან ერთად. ჩვენ გვინდოდა, რომ ამ ფირმას საქართველოსთან საშუალოვადიან პერსპეტივაში საგადასახადო შეთანხმების პროექტი შეემუშავებინა, იმისათვის, რათა ჩვენ გვქონოდა საშუალება პროგნოზი გაგვეკეთებინა ჩვენი საგადასახადო ვალდებულებებისა, იმისათვის რაღა გვცოდნოდა თუ რატიფების დაწევის რა ბაზა არსებობდა.
ამ ფირმასთან ხელშეკრულებებს ხელი მოეწერა ნახევარი წლის ვადით, სამუშაოების შესრულება გრძელდება, ვინადან სრული სამუშაო ჯერ კიდევ გაკეთებული და ანაზღაურებელი არ არის", _ განახცხადა "ინტერ რაო ეეს"-ის წარმომადგენელმა რუსულ მედიასთან საუბრისას.
მისივე თქმით, კონსალტინგური ფირმის მომსახურეობისათვის კონტრაქტის ღირებულება
"ინტერ რაო ეეს"-ის შვილობილი კომპანიების მიმართა დაახლოებით 1 მილიონ დოლარს შეადგენს. საუბარი მიდის კომპანია L&F Service-ზე. "ინტერ რაო"-ს ქართული აქტივები ეს არის "თელასი", ხრამჰესი 1, 2 და "მტკვარი -ენერგერგეტიკა", რომლის გენერალური დირექტორიც დევი კანდელაკია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ალეკო ხეთაგური, ნიკა გვარამია, კახა დამენია, დევი კანდელაკი, გიორგი ნემსიწვერიძე და იზაბელა გუტიძე გუშინ, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავა.
საგამოძიებო სამსახური დაკავებულებს საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფიქტიური ფირმის დაარსებას, "ხრამჰესი 1," "ხრამჰესი 2", შპს "მტკვარი ენერგეტიკის" და კომპანია "თელასის" მიერ საგადასახადო ვალდებულებებისთვის თავის არიდებას და ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარის მიღებას ედავება.