აჭარაში ახალი კლინიკებისთვის კადრების შერჩევა წარმატებით მიმდინარეობს. "ალდაგი ბისიაის" შვილობილი კომპანია - „ჩემი ოჯახის კლინიკა" ბათუმში და ქობულეთში ახალ საავადმყოფოებს ხსნის, სადაც ნოემბერში გამოცხადებული კონკურსის გზით 750-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ე...
სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი" და სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი" ერთობლივ საახალწლო აქციას ახორციელებენ. „აი სი ჯგუფი" `სმარტთან" თანამშრომლობით, მომხმარებელს ერთობლივ პროექტს სთავაზებს. 15 იანვრამდე ყველა, ვინც დააზღვევს ავტომობილს „აი სი ჯგუფში" საჩუქრად...
საქართველოში ახალი ქართულ-ესტონური მხატვრული ფილმის "მანდარინების" გადაღება იწყება. განცხადება ამის შესახებ ესტონურ კინოკომპანიაში Allfilm -ში გაკეთდა და აღნიშნა, რომ ფილმი ქართულ-აფხაზური კონფლიქტისადმი მიძღვნილი, რომელიც 1992-93 წელს ვითარდებოდა. ფილმის სიუჟეტი ვითარდება აფხაზეთში ფადასახლ...
2012 წლის 17 დეკემბერს, ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გაიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა. კომისიის წევრებმა განიხილეს 350-მდე მსჯავრდებულის განცხადება, რომელთაც პირ...
პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის `აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში~ გადაღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ჩვენება ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის კინოდარბაზში 18 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. ფილმის ჩვენებას დაესწრება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სამინისტროს წარმ...
საქართველოს ეროვნული ბანკი მისამართს იცვლის. 17 დეკემბრიდან ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული ოფისი თბილისში, სანაპიროს 2 ნომერში განთავსდება. დღემდე საქართველოს ეროვნული ბანკი რამდენიმე შენობაში იყო განთავსებული, რაც, თავისთავად, აფერხებდა მის ეფექტურ ფუნქციონირებას, გარდა ამისა ამორტიზებული შენობები ვეღარ პასუხ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ არ იცის თუ ზუსტად როდის გაიმართება მეორე შეხვედრა მასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის. აბაშიძეს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. აღნიშნული რამ შვეიცარიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ჩიხური თემები არის რუსეთის მხრიდან - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება, საქართველოს მხრიდან კი - ქვეყნის მთლიანობა და სუვერენიტეტი. "არის ე.წ. ჩიხური ...
"NDI-ის კვლევების ადრეც მჯეროდა და ახლაც მჯერა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ნოდიამ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური რეიტინგების კომენტირებისას. ,,არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში ერთგვარად ეიფორიული განწყობ...
მე მაინც ვთვლი, რომ მე ვარ დროებითი მინისტრი. მე მაინც ვთვლი, რომ დროებით ვარ საქართველოში", - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პრეს-პრესში" გააკეთა. მისივე თქმით, მიზანი, რისთვისაც საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოვიდა, მიღწეულია. წუ...
,,ელექტორატის მაჩვენებელი, რომელიც ,,ქდმ" შეინარჩუნა აბსოლუტურად ნორმალურია იმ ვითარებაში რაშიც ქართული პოლიტიკური სივრცე იმყოფება", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქდმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური პარტიის რეიტინგების კომენტირებისას და აღნი...
,ხალხმა დაინახა, რომ მიშა მაგარი არ ყოფილა, რაც კვლევის შედეგზეც აისახა", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქდმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ NDI-ის კვლევის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ,,ნაციონალური მოძრაობის" უძლეველობის მითი დაიმსხვა. ,,მარცხი, ...
ბიზნესმა უნდა განსაზღვროს რამდენად უღირს რუსულ ბაზარზე დაბრუნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ხელისუფლება ვერანაირ გარანტიებს ვერ გასცემს. "ჩვენ დაინტერესებული ვართ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენით. თუმცა ამ ყვე...
"ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი რადგან პირველ ოქტომბერს ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილის მანდატი იყო სწორედ ასეთი - გამონახეთ რუსეთთან საერთო ენა",_ განაცხადა შვეიცარიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომა...
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2012 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 110.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 183.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6.3 მლნ აშშ დოლარით (10.5 მლნ ლარით), ანუ 6.1 პროცენტით მეტია 2011 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილ...