ფარული ჩანაწერებისა და უკანონო მიყურადების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, 635 დისკიდან მხოლოდ ორი განადგურდება, რომელშიც ინტიმური ცხოვრების შესახებ ინფომაციაა ასახულირაც შეეხება დანარჩენ ვიდეოფაილებს, როგორც შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა ისინი პროკურატურას გამოსაძიებლად გადაეცემა.
,, დაახლოებით 635 დისკზეა საუბარი, რომელიც 750 საათს მოიცავს და რომელშიც ასახულია პოლიტიკურ ოპონენტებზე ინფორმაცია. შესაბამისად ეს ინფორმაცია მოსმენილი იქნა სამუშაო ჯგუფისგან. ასევე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საზოგადოებისთვის ფართო ანგარიში მომზადდება და ამის პრეზენტაცია 31 იანვარს მოხდება", _განაცხადა იზორიამ.