2013 წელს, ინეტრიული მასალების აუქციონის შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში 1,4 მლნ ლარი შევიდა. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, 2013 წლის განმავლობაში აუქციონზე გამოტანილი იქნა 216 300 კუბ/მ მოცულობის ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია. აუქციონის შედეგად კი ბიუჯეტში მთლიანობაში 1 მლნ 50 ათასი ლარი შევიდა.
სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წელს ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე აუქციონი არ გამართულა თუმცა 2011 წელს აუქციონზე 909400 კუბ/მ ქვიშა-ხრეშის გატანა მოხდა, საიდანაც ბიუჯეტში 441 ათას 36 ლარი შევიდა. 2010 წლის მონაცემებით კი 663 ათასი კუბ/მ ქვიშა-ხრეშის გასხვისებიდან ბიუჯეტში 2014 ათას 441 ლარი შევიდა.