დედაქალაქი ისევ მთავარი ფინანსური დოკუმენტის გარეშე რჩება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტი საკრებულომ არ დაამტკიცა, შესაბამისად დედაქალაქი დღემდე ბიუჯეტის გარეშეა დარჩენილი.
„მთავარი საფინანსო დოკუმენტის დაუმტკიცებლობის მიზეზად სხვადასხვა საკითხი სახელდება. იმისათვის, რომ აღნიშნული საკითხის ირგვლივ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები არ არსებობდეს, თბილისის მერიის ინიციატივით, დღეს საჯარო შეხვედრა გაიმართა. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის დეტალური პრეზენტაცია თბილისის მერის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა წარადგინა. შეხვედრას თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დაესწრნენ"- განმარტავენ მერიაში.