ამნისტია არ შეეხება მკვლელობებს, ჟურნალისტებზე თავდასხმებს და ადამიანების გადაცებისა და წამების ფაქტებს. განცხადება ამის შესახებ ფრაქცია „ბატკივშინას" ლიდერმა არსენი იაცენიუკმა პარლამენტში გააკეთა.
მისივე თქმით, საკითხთა კიდევ ერთი ბლოკი ამნისტიის პირობებს ეხება.
„ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები პირობას აყენებენ, რომ მაიდანი უნდა დაიხუროს და მაშინ ამნისტია მოქმედი გახდება.
ასეთი პირობა ადამიანებისათვის მიუღებელია. ახლა მიდის დისკუსია იმის შესახებ თუ როგორ ვიპოვოთ სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა იაცენიუკმა.
მასალის გამოყენების პირობები