გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლოზ გვარამია და კახა დამენია დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელით ვრცელდება. აღნიშნულის შესახებ Facebook-ის გვერდზ წერს პარლამენტარი გოგა ხაჩიძე. დეტალებთან დაკავშირებით განცხადებას საგამოძიებო სამსახური 18:00 საათზე გაავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგ...
"ადგილობრივი არჩევნები 2014 წელს გვაქვს, მანამდე არავის აქვს უფლება, შეეხოს ადგილობრივ ინსტიტუტებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, დროებითი მოვლენაა. "რაც დღეს საქა...
სასჯელაღსრულების სამინისტროში გაიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და იუსტიციის მინისტრების სამუშაო შეხვედრა თემაზე: პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს სასჯელაღსრულების და იუსტიციის სამინისტრ...
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, გასვლითი სასწავლო ვიზიტით, ნატოს თავდაცვის კოლეჯის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის ხელმძღვანელი, კოლეჯის კომენდანტი გენერალ-ლეიტენანტი არნე ბარდ დალჰაუგი თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, რომელიც სამინისტროს ადა...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა TRACECA-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის) სამთავრობოთაშორისი კომისიის გენერალური მდივანი ედუარდ ბირიუკოვი მიიღო. შეხვედრაზე განხილული იყო TRACECA-ს პროექტების მიმდინარეობისა და აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდ...
ხვალ, 20 დეკემბერს, 10 საათიდან 17 საათამდე, ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ზღვისუბნის IIა მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 10 საათიდან 14 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის (ნა...
"სამყაროს აღსასრულის" თარიღმა "გადაიწია". უკვე გამოჩნდნენ მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შესაძლო აპოკალისის თარიღი წამების სიზუსტითაა ცნობილი. 2029 წლის 13 აპრილს, პარასკევს, გრინვიჩის დროით 4.36 წუთზე, 65 ათასი ატომური ბომბის ენერგიის ასტეროიდი Apophis დედამიწისკენ საათში 45 ათასი კილომეტრის სიჩ...
რუსეთის დუმამ აშშ-ის მოქალაქეების მიერ რუსი ბავშვების შვილად აყვანის აკრძალვის შესახებ დადგენილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება დუმის მიერ მეორე მოსმენით "ანტიმაგნიტსკის კანონის" განხილვის ფარგლებში იქნა მიღებული. კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, "...
ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი ბლოკირებული იყო და მოსახლეობა პრეზიდენტს შტაბის დატოვების საშუალებას არ აძლევდა. მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში საკრებულოს დეპუტატებსა და ვიცე-გუბერნატორებს შეხვდა. შეხვედრა აქციის ფონზე მიმდინარეობდა, სადაც საინიციატივო ჯგუფმა სააკაშვილის გადადგომის მოთხო...
ზალიკო სულაკაურის სადღესასწაულო გასართობ ცენტრში იუვენლიური ართრიტით დაავადებული ბავშვებისთვის ღონისძიება გაიმართა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორმა, იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვების მშობელთა კავშირის ხელმღვანელმა ანა ბოქოლიშვილმა განუცხადა, ღონისძიების მიზანი არის საზოგადოებისთვის ...
რუსეთი იყინება: ასეთი ყინვები 70 წელია არ ყოფილა. ყინვებისგან დაღუპულთა რაოდენობის თვლა უკვე ათობით მიდის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე უკვე მეორე კვირა ძლიერი ყინვაა. თითქმის ყველა რაიონში კლიმატურ ნორმაზე 10-15 გრადუსით ნაკლები ტემპერატურა ფიქსი...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადებას "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: "ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ურჩია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ საქართველოს დადებითად მიეცა ხმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე პალესტინის საკითხთან დაკავშირე...
19 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 9 020 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 10 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500 პროცენტით, მაქსიმალური 8.800 ...
დღეს, 19 დეკემბერს, ეროვნული ბანკის 84-დღიან N51, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.00 პროცენტი, მაქსიმალური 6.08 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი 6....
დამთავრდა კონკურსი სტუ-ის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს შორის საუკეთესო ნაწარმოების - სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობის, გრაფიკული ან ფერწერული ნამუშევრის, ფოტოხელოვნების ნიმუშის - გამოსავლენად. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით (თავმჯდომარე - რევაზ მიშველაძე), პრემიები მიეკუთვნა: სამეცნიერო-ფანტასტიკური ...