რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურის უფროსი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი" ავრცელებს.
„ეს გამორიცხული არ არის. ის ხომ ჩვენი სტუმარია", _ განაცხადა პესკოვმა კითხვაზე პასუხის გაცემისას, შესაძლოა თუ არა ამგვარი შეხვედრა შედგეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები სოჭის ოლიმპიურ თამაშებს არ დაესწრებიან.