საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იმედს გამოთქვამს, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული არ იქნება. როგორც საკითხის კომენტირებისას ფანჯიკიძემ განაცხადა ოლიმპიადაზე თუ რაიმე სახის პროვოკაცია იქნება, მთავრობას ადეკვატური რეაქცია ექნება.
"საქართველოს მთავრობამ მართლაც რთული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სოჭის ოლიმპიადის თამაშებს ბოიკოტი არ გამოუცხადა და სპორტსმენების გამგზავრებას ხელი შეუწყო. იმედი მაქვს, რომ ეს თამაშები მშვიდობიანად ჩაივლის და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული არ იქნება. იმედი გვაქვს, რომ ეს სპორტული დღესასწაული იქნება, როგორც ნებისმიერ ოლიმპიურ თამაშებში უნდა იყოს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.