მსჯავრდებულ რ.კ.-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით, დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვის ორ ფაქტზე ბრალი წარედგინა.
გამოძიების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6-ე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული რ.კ. ფარულად ინახავდა და ატარებდა კუსტარულად დამზადებულ ცივ იარაღს - დანას, რომელიც 2012 წლის 11 დეკემბერს სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების თანამშრომლებმა თვითდაზიანების მიყენების მცდელობისას ჩამოართვეს.
2013 წლის 14 ნოემბერს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N19-ე დაწესებულების თანამშრომლებმა სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულ რ.კ.-ს, თვითდაზიანების მიყენების შემდეგ, შარვლის ჯიბეში აკრძალული ბასრი საგანი - დაშლილი ერთჯერადი სამართებელი აღმოუჩინეს.
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული, სასჯელის სახით, თითოეულ ფაქტზე 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.