ნაძალადევის რაიონში, კვერნაულის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს გამგეობა დაეხმარება და მათ დროებით თავშესაფარს გამოუყოფს.
აღნიშნული გადაწყვეტილება, თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა შემთხვევის ადგილის მონახულების შემდეგ მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ხანძარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და კედლები დააზიანა, ერთი ოჯახი კი მთლიანად თავშესაფრის გარეშე დატოვა.
უახლოეს დღეებში მერიის სარეზერვო ფონდიდან შესაბამისი თანხა გამოიყოფა, რომელიც კვერნაულის ქუჩაზე დამწვარი სახლების სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება.