საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. მასთან ერთად ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე იმყოფება. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრ...
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე ,,ამნისტიის შესახებ" და ,,საერთო სასამართლოს შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება. ,,შეხვედრაზე გაიმართება ,,საერთო სასამართლოს შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები, ასევე ,,ამნ...
კახეთის ყოფილი გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი დღეს თელავის სასამართლოში გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია პროკურატურა რა სახის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სიბაშვილმა განაცხადა ის თავს დამნაშავედ არ სცნობს და მზადაა უახლეს მომავალში პროკურატურას მისი ...
სტრასბურგში ევროსაბჭოს ხელმძღვანელობასთან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა. საქართველოს პარლამენტის წევრმა ოთარ ჩრდილელმა ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩატარებულ სასამართლო რეფორმაზ...
1994 წლის 1-ელ მარტს, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, ყოფილი დისიდენტი, „კარდენახელ ჟანა დ,არკად" წოდებული ლუიზა შაკიაშვილი მერხზე დადგა და საბჭოთა კავშირის ჰიმნი იმღერა. აი ის - «Союз нерушимый республик свободных, сплотила навеки великая Русь . . . . .» რასაკვირველია ირონია ი...
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფედერალური გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, ტექნიკური და ინტელექტუალური მხარდაჭერის პერსპექტივები განიხილეს. შსს-ს ინფორმაცით, მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან დოქტორ ელი...
სტრასბურგში ევროსაბჭოს ხელმძღვანელობასთან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა ოთარ ჩრდილელმა მიხეილ სააკაშვილის უფლებამოსილებისა და საპრეზიდენტო ვადის გასვლაზე გაამახვილა ყურადღება. ...
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია საქმიანი ვიზიტით ისრაელში იმყოფება. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია საქართველოდან გუშინ გაემგზავრენენ. ისრაელში ვიზიტის მიზანი სამხედრო სამრეწველო საწარმო „დელტას&quo...
გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე, გერმანიაში ლადო ჭანტურია, დიდ ბრიტანეთში კი თედო ჯაფარიძე იქნება. კახა იმნაძე შევარდნაძის მთავრობის პრესსპიკერი იყო, ლადო ჭანტურია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. თედო ჯაფარიძე კი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა. "ვადასტურებ ამაზე საუბრები იყო. ჯერჯ...
თბილისში, მამრაძის 4-ში მდებარე მინიმარკეტი გაძარცვეს. თვითმხილველების თქმით, ერთი უნიღბო ახალგაზრდა მაღაზიაში შეიჭრა და გამყიდველ ქალს ცივი იარაღის მუქარით თანხა გასტაცა. მაღაზიიდან, სავარაუდოდ 400 ლარია წაღებული. შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცავები.
თბილისის მერი გიგი უგულავა სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს პოლიტიკური თამაშის მძევლებად მიიჩნევს. როგორც უგულავამ განაცხადა, ხუთდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მძღოლებსა და კომპანიას შორის დღეს წამოყენებულ პირობებზე შეთანხმება შედგა, რის შემდეგაც მათ უკვე ახალი პირობები დაასახელეს. "ხუთი დღის განმავლ...
საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე რუსეთის საგარეო უწყებაში ბრიფინგი გაიმართება. ამის შესახებ ტელეკომპანია RTVI იტყობინება. "მოსკოვში მზად არიან საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები განმარტონ" - აცხადებს ტელეკომპანია ...
დღეს, 31 იანვარს, 16:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში, მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს ხელმძღვანელობით ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრას გამართავს. შეგახსე...
დღეს, 31 იანვარს, 12:00 საათზე ბათუმში სასტუმრო ,,ბათუმის შერატონში" სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სტივენ ჰაიკინი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე და USAID-ის EPI-ს პროექტის ხელმძღვანელი თინა მენდელსონი „მანდარინის ფორუმს" დაეს...
დღეს, 31 იანვარს, 16:30 სთ-ზე, მექანიზატორთა გადამზადების სასწავლო პროგრამის შესახებ გაფორმდება შეთანხმება, რომელსაც ხელს მოაწერენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი, საქართველოს განათლებისა და მეც...