იუსტიციის მინისტრი თეა წულუაკიანი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული იმისგან, რომ მოწმედარ დაიბარებენ რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე.
,,მინდა, ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც არაერთმა ჩემმა თანაგუნდელმა უკვე აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში არის დაბარებული მოწმის სტატუსით. არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული იმისგან, რომ არ დაიბარებენ რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ. ეს ხდება ყველა ქვეყანაში და ასეა ჩვენთანაც", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე 27 მარტსაა დაბარებული.