ჩინურმა კომპანია Alibaba-მ მესინჯერ Tango-ს განვითარებაში 215 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო. ამ ფინანსური აქტივობით კი ჩინურმა კომპანიამ აშშ-ს სტარტაპში სოლიდური მოცულობის ინვესტიცია განახორცეილა.
Financial Times-ი წერს, რომ Alibaba-ს ინვესტიცია Tango-ს მობილური კავშირის ბაზარზე პოზიციების გამყარებაში დაეხმარება.
დღეისათვის Tango-ს აშშ-ში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში 200 მლნ-მდე მომხმარებელი ყავს. აღსანიშნავია, რომ სტარტაპში თავის დროზე ფული ჩადეს ასევე Access Industries-მა და Draper Fisher Jurvetson-მა.