რუსეთში ხორბლის ფასის ზრდა ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის ღირებულებაც მალე მოიმატებს.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მესამე კლასის ხორბლის ღირებულებამ, რუსეთის ევროპულ ნაწილში, ბოლო კვირის განმავლობაში 1,2 %-ით მოიმატა და ფასმა 1 ტონაზე 8233 რუბლი შეადგინა. მეოთხე კლასის ხორბალი კი 1,5%-ით, 1 ტონაზე 7591 რუბლამდე გაძვირდა.
რაც შეეხება აზიურ ნაწილს, მესამე კლასის ხორბლის ღირებულება ბოლო კვირაში 6,5%-ით, ტონაზე 7606 რუბლამდე გაიზარდა, ხოლო მეოთხე კლასის ხორბლის ფასმა კი 7,5%-ით, 7000 რუბლამდე მოიმატა.